საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 250.