საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1206 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 294.