საქართველო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 24 ადამიანს დაუდასტურდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.