საქართველო

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 9 კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 8 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, აქედან 3 იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია; ერთი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, ერთის წყარო კი უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

საერთო ჯამში, კოვიდ-ცენტრებში 319 პაციენტი რჩება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.