საქართველო

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის, გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის, გელა მიქაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო.

დღევანდელ სხდომაზე კენჭი ეყარა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ლომიას ადგილმონაცვლის, ფრიდონ ინჯიას და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლის, დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხსაც.

დღესვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობასაც უყარა კენჭი.