საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში დაგეგმილი რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გააუქმა.
„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

