რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თეიმურაზ აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე გამართული სხდომა აბაზოვისთვის პატიმრობაში დატივებით დასრულდა.
სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატებმა აბაზოვის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 000 ლარის გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით.
მარნეულის ყოფილი მერი მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნაში წინა მთავრობის პირველ პირებს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რომ იგი დამნაშავეა.
„ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო. ამხელა თანამდებობის პირის ისე დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. ვიდეოში ჩემი ხმა არაა“, განაცხადა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსაამრთლის მიერ განაჩენის გამოცხადებამდე.
მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
guardian.ge