საქართველო

პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

პრემიერ მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღეს აღარ მივა. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება მთავრობის ანგარიშის სათანადო განხილვა და სწორედ ამ მიზეზით, ბახტაძის მისვლა საკანონმდებლო ორგანოში გადაიდო.

პრემიერ მინისტრი პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიურ მოხსენებით უნდა გამოსულიყო.

დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.