საქართველო

მამუკა ბახტაძემ გუბერნატორების დონეზე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს რეგიონებში, აქედან გამომდინარე, „ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ განვახორციელოთ როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ისე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებით“.

„ამ ინსტიტუტს [გუბერნატორის] სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი აუცილებელია. მას სჭირდება გაძლიერება, მას სჭირდება ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ის საკითხები, პრობლემური საკითხები, რომელიც ადგილზეა და ამავე დროს, ვიმუშაოთ აღმოფხვრაზე ამ საკითხების მაქსიმალურად, ოპერატიულ რეჟიმში… მე ვფიქრობ, რომ მმრათველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიორებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.