პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა 2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიის ზრდას გეგმავს.
როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ამისთვის ბიუჯეტში დამატებით 400 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის, დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც, ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში ჩვენ გავითვალისწინეთ დამატებით, დაახლოებით, 400 მლნ ლარი”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.