საქართველო

კახა კალაძე: როგორი იქნება პარკირება – ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ

„სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თბილისის მერია მოსახლეობას ახლო მომავალში პარკირების წესების შესახებ ახალ ხედვას შესთავაზებს. მოსალოდნელია, რომ თბილისისთვისაც ევროპული ზონალური დაყოფის და საათობრივი ანაზღაურების სქემა იყოს წარდგენილი.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება – ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. ჩვენ ახალს ნამდვილად არაფერს გამოვიგონებთ, გადმოვიტანთ საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, თუ როგორ არის იქ პარკირების სისტემა მოწესრიგებული“, განაცხადა კახა კალაძემ.