წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის, მას მოესმა ღმერთის ხმა: ‘ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო’.
„ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის. წმინდა გიორგი, როცა აწამებდნენ მას და იცლებოდა სისხლით, წმინდა გიორგიმ წარმოთქვა სიტყვები: ‘ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე’. სინამდვილეში, ის დატოვებული არ იყო, ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა: ‘ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო’. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ“, ბრძანა ილია მეორემ.