თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გოგნის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარზე ჯვარი აღიმართა.
ტაძარზე, რომლის სიმაღლე 52 მეტრია, 4,5 მ. ჯვარი თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძისა და გოგნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მამა იოანე რევიშვილის კურთხევის შემდეგ აღიმართა.
გოგნში იმყოფებოდნენ და ჯვრის აღმართვის ცერემონიალს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მუნიციპალიტეტის საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ასევე, კინოფილმ „ექვთიმე ღთისკაცის“ შემოქმედებითი კოლექტივი.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.