საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია 10 წლის წინ არასწორად შეფასდა და აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი დაუშვებელია

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც  საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტვუის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია 10 წლის წინ არასწორად შეფასდა და აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი დაუშვებელია, რადგან მას უნდა უთხრა სიმართლე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აქვს ნება დამოუკიდებლობის სახელით იაროს ბოლომდე.

„თუ დავუბრუნდებით 10 წლის წინანდელ შედეგებს, შევხედავთ, რომ ჩვენ ყველას არ გვეყო ძალისხმევა, ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი პირდაპირ სიმართლის ართქმა, არდარქმევა აგრესიისა  იმაზე, რაც არის პირდაპირი დარღვევა როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ადამიანური ნორმების, თუნდაც  ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების. ყველა პრინციპის დარღვევას უნდა მაშინვე დარქმეოდა  ყველაზე მძაფრი სახელი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების – ეს არის ომი, იმიტომ რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.