საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, პარტიის მთავარ მმართველ ორგანოში ყოფილ პრემიერ მინისტრს, ახალი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლებს.
„ცვლილება მოხდა და პრემიერ მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში. მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ანუ მთავარ მმართველ ორგანოში შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება და ყოფილ პრემიერ მინისტრს შეცვლის ახალი პრემიერ მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ამ პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ პოლიტსაბჭოში”, განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

