საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.
„ასევე მინდა ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმები დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რაც მთავარია, მთლიანად სისტემის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, ის, რომ დღეს საქართველოში გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, არის ქალბატონი თეას დამსახურება, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები უკავშირდება თეა წულუკიანის სახელს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო პარლამენტში, სადაც, დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა ასევე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება “, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.