საქართველო

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენს, ისვახან ალიევს გამარჯვება მიულოცა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენს, ევროპის „WFMC’’ ვერსიის K1 პროფესიონალური ჩემპიონატის ქამრის მფლობელს, ისვახან ალიევს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

ისვახან ალიევმა 14 აპრილს გერმანიის ქალაქ ჰაიგერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 62 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზა. მან გერმანელი მეტოქე მახ მუსალჩიკი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

სპორტსმენთან გამართულ შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო ჯანხოთელი და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორი ზურა ბენდელიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.