საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 ბაგა-ბაღის აღდგენაზე გამოცხადებული ტენდერის პირველი ნაწილი დასრულდა

გარდაბნის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი 4 585 700 ლარიდან თითქმის ნახევარი, დაახლოებით, 2 158 460 ლარი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღდგენას მოხმარდება.

(გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ფოტოზე ხელმარჯვნივ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ლევან ჩადუნელთან სამუშაო შეხვედრაზე).

როგორც „ბიზნესკონტინენტს“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა, ოთხშაბათს, 18 აპრილს უკვე დასრულდა ტენდერის პირველი ნაწილი, რომელშიც შპს „ფერლით ჯორჯიამ“ გაიმარჯვა და იმ შემთხვევაში თუკი კომპანიას ყველა დოკუმენტაცია წესრიგში ექნება, სწორედ მას მოუწევს გამარჯვების #2, მარტყოფის #1, მარტყოფის #2, ახალი სამგორის, სართიჭალის #1 და #2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის 1 071 660 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების შესრულებას 836 000 ლარით გეგმავს.