საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 (ერთი) ერთეული ექსკავატორის (MTS M 544) შპს „ გარდაბანგანათებისა და კეთილმოწყობის სამსახურისათვის“ თხოვების ფორმით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“-სთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნორიო, მარტყოფი, ახალი სამგორი, ვაზიანი), წყალმომარაგების პროექტის II ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.