საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭრა დადგენილების პროექტს, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ დაცნობად მიიღო 2018 წლის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიში, ხოლო დადებითად შეფასდა 2018 წლის რეგიონალური დაფინანსებით განსახორციელებელი სამუშაოების პროექტი და სამუშაო გეგმა.

მნიშვნელოვანია რომ უმრავლესობის მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მცხოვრები კახაბერ ლალიაშვილის დახმარების საკითხი ასევე მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოვების საკითხები.

ამავე სხდომზე დადგინდა საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხი, და ცვლილება შევიდა განკარგულებაში „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.“

საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი საარჩევნო სააგიტაციო მასალის გასაკრავად ადგილების განსაზღვრის შესახებ და ათი ერთეული ავტომობილის (ჩამოწერილი ჯართი) საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმის თაობაზე. ასევე განხილულ იქნა საკითხები – სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა ტრანსპორტირებასა და სხვლა-ფორმირებაზე ნებართვის გაცემას.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.