საქართველო

გარდაბნის მერი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის პირველი მოადგილე დავით ჭანტურია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე, დიალოგის რეჟიმში იმსჯელეს, 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.