ქალაქ გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ტაძრის გალავნის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 000 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ ჯორჯია“ ასრულებს, რომელმაც სახელშეკრულებო პირობის თანახმად, სამშენებლო პროცესი ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ადგილზე გაეცნო მუნიციპლაიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ონიანი.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.