საქართველო

ბექა წიქარიშვილი: თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში

შინაგან საქმეთა სამინისტროში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს, ქუჩაში ისევ საპროტესტო აქციები დაიწყება.

„ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო ფორმატის განსაზღვრაზე აგვეღო ინიციატივა, ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ეს იქნება უფრო წარმომადგენლობითი, წარმოდგენილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც გუშინ, ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა ჩვენთან ერთად სიმართლისთვის. ეს ვერ იქნება ფართომასშტაბიანი, თუმცა თითო წარმომადგენელი იქნება. გუშინ ცაიტნოტში მოგვიწია მოქმედებები, საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება, როცა დაგვიძახეს მოსალაპარაკებლად და იმ მომენტში ვერ მოხერხდა მაქსიმალური უზრუნველყოფა…. მე ვეთანხმები პროტესტის დროებით შეჩერების პროცესს, პროტესტი ძალაში რჩება. თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში“, განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

შეხვედრისას დღეს ორი სამუშოა ჯგუფის შექმნაზე შეთახმდნენ. შს მინისტრის განცხადებით, მათგან ერთი ჯგუფი ნარკოპოლიტიკაზე, მეორე კი 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე იმუშავებს.