საქართველო

ახალქალაქის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი: თუკი სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, მიგრაციის ზრდა და მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო მეტად არის მოსალოდნელი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი აცხადებს, რომ მაღალი მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. როგორც 19 წლის სტაჟის მქონე დირექტორმა, რომელიც სამურვეო საბჭომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს 6 წლის ვადით ერთხმად აირჩია სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, „ბიზნესკონტინენტს“ უთხრა, თუკი სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, მიგრაციის ზრდა და მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო მეტად არის მოსალოდნელი.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი

„ჩვენი სკოლა შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლაა, რომელიც 1936 წელს გაიხსნა და დღემდე უწყვეტად მუშაობს. მანამდე აქ თურქული მიზგითი, მუსლიმანთა სალოცავი იყო და ამ შენობის ბაზაზე ჩამოყალიბდა სკოლა. სოფელი მაინცდამაინც დიდი არასდროს ყოფილა, თუმცა იყო პერიოდები, როცა მოსწავლეთა რაოდენობა 100-საც კი აღემატებოდა. შორს რომ არ წავიდეთ, აგერ, სულ რაღაც 5 წლის წინათ სკოლაში აღსაზრდელთა რაოდენობა 80-ს შეადგენდა, 2023-2024 სასწავლო წელს კი მხოლოდ 33 მოსწავლე გვყავს. ოჯახები საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში მიდიან საცხოვრებლად და თავისთავად, ბავშვებიც თან მიჰყავთ. წელსაც ერთი მეცხრეკლასელი წავიდა ჩვენგან და მე-9 კლასში 2 მოსწავლე დარჩა“, – აღნიშნა გაიანე კურღინიანმა და დაამატა, რომ გოკიოს საბაზო საჯარო სკოლაში ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა და ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კარგ გარემოში შეძლონ განათლების მიღება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი მოსწავლეებთან ერთად

მისი ინფორმაციით, სკოლაში კაპიტალური რემონტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ახალქალაქის მერიის დაფინანსებით ჩატარდა და ამისათვის 108 000 ლარი დაიხარჯა. სწორედ ამ წელს განთავსდა სველი წერტილებიც შენობის შიგნით, 2021 წელს კი, სკოლის ბიუჯეტით დამატებით 4 საკლასო ოთახი, ასევე, ბიბლიოთეკის და კომპიუტერების კაბინეტი გარემონტდა, რაზეც 28 995 ლარი დაიხარჯა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორის თქმით, სკოლაში ამჟამად 16 მასწავლებელია, მათგან 6 უფროსი, 8 პრაქტიკოსი და 2 მაძიებელია. ამ ეტაპზე სკოლას ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე აქვს ვაკანსია გამოცხადებული, რადგან ყოფილმა პედაგოგმა, რომელიც გოკიოში 7 წელი მუშაობდა მასწავლებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა სკოლა და საცხოვრებლად ერევანში გადავიდა. თავად გაიანე კურღინიანი, დირექტორობის პარალელურად, სომხურ ენასა და ლიტერაურას ასწავლის. მას წარმატებით აქვს საგნის გამოცდა ჩაბარებული და უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი მოსწავლეებთან ერთად

გაიანე კურღინიანის ინფორმაციით, სკოლაში ყველა საგნის, მათ შორის ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების დონე საკმაოდ მაღალია და ბავშვებიც ძალზე წარმატებული არიან, თუმცა იგი წუხილს გამოხატავს იმ საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გამო, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, მათ შორის გოკიოშია შექმნილი.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი მოსწავლეებთან ერთად

გაიანე კურღინიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრ სოფლამდე მიიყვანეს ასფალტირებული გზა, მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ მრავლად არის ისეთი დასახლებული პუნქტები, სადაც ასფალტი არაა დაგებული, რაც მოსახლეობას გარკვეულ სირთულეებს უქმნის.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოკიო

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოკიო, ვაშლის ხე
„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოკიო

„ჩვენი სოფელი, გოკიო, ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული სოფელია ახალქალაქიდან. განსაკუთრებულ სირთულეს უგზოობა ქმნის. ახალქალაქიდან სოფელ ვარევანამდე ასფალტია დაგებული, იქიდან ალასტანამდე და ჩვენამდე კი, როგორც თქვენც შეხედეთ, გრუნტის გზა მოდის. საკმაოდ არის გართულებული ქალაქთან მიმოსვლა. სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ დილის 8 საათზე გადის ახალქალაქისკენ და იქიდან 12 საათზე გამოდის. ყველა ხომ ვერ ჩაეტევა დროის ამ მონაკვეთში და თანასოფლელებს ხშირად უკან ტაქსით უწევთ დაბრუნება, რაც საკმაოდ ძვირია.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოკიო
„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოკიო

„მაგალითად, თუკი ახალქალაქიდან ვარევანამდე, სადამდეც დაახლოებით 20 კილომეტრია, 15 ლარად მოდის ტაქსი, იქიდან ჩვენს სოფლამდე, საიდანაც მხოლოდ 5-6 კილომეტრია, დამატებით კიდევ 15-20 ლარს ითხოვენ, რადგან როგორც გითხარით, ცუდი გზაა და ჯამში, ახალქალაქიდან გოკიომდე ტაქსით ამოსვლა 30-35 ლარი ჯდება. ყველა ოჯახს ხომ არ აქვს ავტომანქანა და ბუნებრივია, უმეტესწილად მათ ტაქსით მგზავრობა უწევთ“, – განაცხადა გაიანე კურღინიანმა და დაამატა, რომ განაპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი, ასევე ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობაა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის ეზო

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის ეზოსთან ჩამომავალი მდინარე

„34 წელია რაც ამ სკოლაში ვასწავლი. როდესაც ოჯახი შევქმენი და ნინოწმინდის რაიონიდან აქ გადმოვედი საცხოვრებლად, მეზობელ სოფელში, ალასტანში, დიდი ზომის საავადმყოფო ფუნქციონირებდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აქაც და სხვა დიდ სოფლებშიც დაიხურა ეს საავადმყოფოები. ახლა სამედიცინო მომსახურებისთვის ახალქალაქში უნდა წახვიდე“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ გაიანე კურღინიანმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი

მისი თქმით, ახალაქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ და იმ ფონზე, როდესაც პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ფასები გაზრდილია, კარტოფილზე ისევ იგივე ფასია დარჩენილი.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი

„ზოგადად, ყველაფერზე მომატებულია ფასები, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით ძვირია ყველაფერი. გაზრდილია საწვავის, მექანიზაციის ფასებიც და ამ ფონზე კარტოფილის ღირებულება არა თუ არ გაზრდილა, შემცირდა კიდეც. ჩვენს სოფელში ის ახლა 40-50 თეთრი ღირს. კარტოფილზე ასეთი დაბალი ფასი მე კარგა ხანია არ მახსოვს, არადა სოფელში სკოლის გარდა არაფერი არ მუშაობს, არანაირი საწარმო აქ არ არის, რომ ხალხი დასაქმდეს და აქაურების უმეტესობისთვის თითქმის ერთადერთი საარსებო საშუალება კარტოფილიდან და მეცხოველეობიდან მიღებული შემოსავალია. ჩვენი ხალხი ძალზე მშრომელია, კარტოფილიც კარგი მოდის, მაგრამ მისი გასაღების პრობლემა დგას. ამხელა შრომა და ფინანსები სჭირდება მის მოყვანას, ფასი კი ასეთი დაბალია“, – გულისტკივილით აღნიშნა გაიანე კურღინიანმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი

გაიანე კურღინიანის მოკლე ბიოგრაფია

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი თავის შვილიშვილთან ერთად

დაიბადა 1962 წლის 10 მაისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის (მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონი) სოფელ გონდურაში, დაამთავრა გონდურას საშუალო სკოლა და სწავლა სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და 5 წელი მშობლიური სოფლის  სკოლაში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად იმუშავა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო მასწავლებლად მუშაობა; 2004 წელს გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა, 2011 წელს დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ დირექტორობის სერტიფიკატი მიიღო, 2023 წლის აგვისტოში, ახალციხეში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე, სამინისტრომ მისი კანდიდატურა სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგინა და მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს სამეურვეო საბჭომ ერთხმად, 6 წლის ვადით აირჩია დირექტორის პოსტზე. ჰყავს მეუღლე, ხუთი შვილი – ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი – და შვილიშვილები.

დაბლა „ბიზნესკონტინენტის“ 2023 წლის 27 ოქტომბერს გადაღებულ ფოტოებზე – გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი პედაგოგებთან ერთად

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები
„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები
„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი

მომზადებულია „ბიზნესკონტინენტის“ მიერ