საქართველო

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის 29 აგვისტოდან”, ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.