საქართველო

ანრი ოხანაშვილი: მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ კონკრეტული წინადადებები აქვთ, სწორედ ამისთვის არსებობს პარლამენტის პლატფორმა

„ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მზად არის. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, დიალოგის გზა მოიძებნოს და გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება შედგეს.

„მმართველი გუნდის სულისკვეთებაა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გავაგრძელოთ, რის ფარგლებშიც პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პანდემია გვაქვს და საზოგადოების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტია, მოვნახოთ დიალოგის გზა, გზა იმისთვის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე შევთანხმდეთ. ეს რა იქნება წინინასწარ ვერ გეტყვით. ჩვენ ამასთან მიმართებაში კონკრეტული საკითხები გაჟღერებული გვაქვს. ასევე ვიცით ოპოზიციის პოზიციები. ამიტომ ჩვენ ულტიმატუმის ენით არ ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოზიციებს არ ვიზიარებთ, მოლაპარაკებები ნიშნავს იმას, რომ იმის უნარი უნდა გვქონდეს, შევძლოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი რაუნდისთვის და მესამე რაუნდიდან გამომდინარე, კონკრეტული შედეგები უნდა შევაფასოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.