დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან, რათა ხელი არ შეუწყონ ქვეყანაში ინფექციის უფრო მეტად გავრცელებას.
„გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ მოვეშვებით, რასაც ვუყურებთ ქალაქში, თუ სხვაგან, ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე ტრანსპორტში ნაკლებად იცავენ წესრიგს, ნაკლებად დადიან პირბადით, ასევე დახურულ შენობებში. ისევ და ისევ ადგილი აქვს დიდ თავყრილობებს სხვადასხვა მიზეზით. არ იცვლება რეკომენდაციები. რეკომენდაციების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს წინაპირობა ინფექციის მეტად გავრცელებისა. კორონავირუსული ინფექცია კიდევ დაახლოებით წელიწადი და მეტი არ დამთავრდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. დავიცვათ სწორი ბალანსი, ერთი მხრივ, სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული ადამიანი და სწრაფად ვუმკურნალოთ. საბედნიეროდ, იმატებს მსუბუქი შემთხვევები და ეს კარგია.დავიცვათ რეკომენდაციები, ვიდრე არ იქნება ვაქცინა და ეტიოტროპული წამალი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.