საქართველო

Ryanair-ი თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს.

„COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება. ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება. ამ ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით, სრულიად უფასოდ“ , – აცხადებს კომპანია.