საქართველო

NDI – გამოკითხულთა 53% თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხული მოქლაქეების 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს (38% კარგად, 15% ძალიან კარგად), 31% საშუალოდ, 12% უარყოფითად, ხოლო 4% ამბობს, რომ აღნიშნული არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.