„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას კარგად გამოკითხული მოსახლეობის 23% აფასებს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას კი, 22%.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით, ჩამოთვლილთა საქმიანობას, NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% პასუხობს, რომ პრეზიდენტის საქმიანობა საშუალოა, 52% კი, პრემიერის საქმიანობას აფასებს საშუალოდ.
პრემიერისა და პრეზიდენტის შემთხვევაში, 3-3% მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირების საქმიანობა ძალიან კარგია.
რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უარყოფითად 3-3% აფასებს.
NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი მედიას დღეს წარუდგინეს.