ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

NATO-მ გააფრთხილა თურქეთი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენის სახიფათო შედეგების შესახებ

თურქეთის მხრიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენა ნატოში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს, წერს გამოცემა Breaking Defence-ი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეზე, პიტერ პოლზე დაყრდნობით.

სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის თქმით, С-400 ნატოს ტექნოლოგიებთან შეუსაბამოა, ამიტომ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა გამოყენებული იქნება ცალკე, ალიანსის ერთიან საჰაერო თავდაცვით სისტემაში ინტეგრირების გარეშე.

თუმცა კი ძირითადი პრობლემა, როგორც ეს პოლმა აღნიშნა, ოპერატიულ ინფორმაციაში მდგომარეობს, რომელიც თურქეთში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მონაცემებს შეიცავს. როგორც პოლი ხაზს უსვამს, ეს ინფორმაცია მოგვიანებით შენახული იქნება რუსულ სისტემებში.

„რია ნოვოსტის“ თანახმად, სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებითაც, რომ С-400-ის ექსპლუატაცია საჭიროებს მომზადების გარკვეულ დონეს, რის გამოც რუსი სპეციალისტები ადგილობრივი სამხედროებისათვის ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად თურქეთში იქნებიან გაგზავნილნი. პოლი შიშობს, რომ რუსეთიდან წარგზავნილ ამ ექსპერტებს ექნებათ წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან სადაზვერვო მონაცემებზე, რაც მომავალში შეიძლება რომ გადაცემული იყოს რუსეთის ხელისუფლებისათვის.

უფრო ადრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ შეერთებულ შტატებს, ანკარას მიერ რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემის „ტრიუმფის“ შეძენის გამო, თურქეთის წინააღმდეგ შესაძლო იყო რომ სანქციები დაეწესებინა.

თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება С-400-ის ორი ბატარეის შეძენის თაობაზე. მხარეებმა ასევე, შეთანხმებას მიაღწიეს თურქეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განვითარებისა და წარმოებისათვის ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე.