საქართველო

N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული ტესტების პასუხი უარყოფითია

ინტენსიური პისიარტესტირების ფარგლებში ამჯერად ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პისიარტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებსა და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.