მსოფლიოს ახალი ამბები

Facebook-ის სკანდალმა 87 მილიონ მომხმარებელს მიაყენა დარტყმა

Facebook-ი დარწმუნებულია, რომ 87 მილიონამდე ადამიანის მონაცემები არასათანადოდ იქნა გაზიარებული პოლიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფ Cambridge Analytica-სთან – გაცილებით მეტი, ვიდრე მანამდე გამჟღავნებული ციფრებია, მათ შორის 1.1 მილიონი დიდ ბრიტანეთში ბაზირებულთა მონაცემებია, იტყობინება BBC.

„როიტერსის“ ცნობით კი, ყველაზე მეტად შეერთებული შტატების მომხმარებლები დაზარალდნენ.

საერთო რადენობა, რაც მანამდე დასახელდა, 50 მილიონი მომხმარებელი იყო.

Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა: „აშკარაა, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა, და ჩვენ ამ მიმართულებით წინ წავიწევთ“.

პრესკონფერენციის დროს მან თქვა, რომ მანამდე იგი ფიქრობდა, რომ Facebook-მა მისცა ადამიანებს საშუალებები და ეს დიდწილად მათი პასუხისმგებლობა იყო გადაეწყვიტათ, თუ როგორ გამოეყენებინათ ეს ინსტრუმენტები, მაგრამ, დაამატა, რომ „ეს იყო მცდარი რეტროსპექტივაში“, ჰქონოდათ ამგვარი შეზღუდული ხედვა.

„დღეს, იმის მიხედვით რაც ჩვენ ვიცით… მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ფართოდ უნდა გავიზიაროთ ჩვენი პასუხისმგებლობა“, თქვა მან.

„ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ინსტრუმენტებს, არამედ უნდა ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა იმ შედეგებისთვისაც, თუ როგორ იყენებენ ამ ინსტრუმენტებს ადამიანები“.

„ფეისბუქმა“ უკვე დაბლოკა იმის შესაძლებლობა, რითაც ადამიანებს მის საძიებელში ელექტრონული მისამართის ან ტელეფონის ნომრის ჩაწერით ერთმანეთის მონახვის საშუალება ჰქონდათ. გიგანტურ სოციალურ ქსელში კი ამ საძიებლის მეშვეობით ბევრი ადამიანის პროფილის საჯარო ინფორმაცია იქნა „ამოღებული“ და შედარებული საკონტაქტო დეტალებთან, რომელიც სხვაგან იყო მიღებული.

„გონივრულია მოელოდო იმას, რომ თუ შენ ეს [სტანდარტული] სეთინგი ჩართული გქონდა, მაშინ ბოლო რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, ვინმეს ამ გზით წვდომა ჰქონოდა შენს საჯარო ინფორმაციაზე“, განაცხადა ცუკერბერგმა.

„როდესაც შენ ქმნი იმის მსგავს რამეს, როგორიცაა ფეისბუქი, რასაც მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია, იქნება იმის ალბათობა, რომ რაღაცას ხეირიანად ვერ გაუძღვე“ თქვა ცუკერბერგმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, ისწავლო შეცდომებზე.

„ფეისბუქმა“ გასულ თვეს პირველად აღიარა, რომ მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეცდომით მოხვდა ლონდონში ბაზირებულ „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში, რომელიც დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ითვლიდა. „კემბრიჯ ანალიტიკამ“ ეჭვქვეშ დააყენა „ფეისბუქის“ მიერ ნავარაუდევი იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთა მონაცემებიც არასათანადოდ იქნა გამოყენებული.

აღნიშნულის გამო ცუკერბერგერი მომავალ სამშაბათს და ოთხშაბათს კონგრესის ორი კომიტეტის მოსმენებზეა დაბარებული მოპასუხედ.