საქართველო

covid-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

covid-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლები საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.