პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება