თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვაშინგტონის განცხადებიდან მალევე, კრემლმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, სანამ სანქციები არ მოიხსნება

დონალდ ტრამპი: პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო, განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“