საქართველო

Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში – Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო.

კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა.

ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.

ინფორმაციას თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს