საქართველო

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში კვირას, იტალიიდან შემოვიდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ახალ კორონავირუსს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.