ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.