მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მოკლულია მრავალი ადამიანი ტეხასში, სავაჭრო ცენტრში განხორციელებული სროლების შედეგად

მოკლულია არაერთი ადამიანი ტეხასში, ელ პასოში აშშ-მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში განხორციელებული სროლებისას. პირველი გასროლა ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე მოხდა.

პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არიან მოკლულები, მაგრამ ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა.

ჟურნალისტი კამილა რამბალდი სოციალურ ქსელში, პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 10 ადამიანია მოკლული და 30-ამდე სხვას ჭრილობები აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილები დაკავებული არიან.

NBC -ის ახალი ამბების ცნობით, უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ოფიციოზმა განაცხადა, რომ მათ 10 სერიოზულად დაჭრილი ადამიანი მიიღეს და მსხვერპლთაგან ზოგიერთი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლიციამ დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს სავაჭრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან თავი შორს დაიჭირონ.

„ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ არასოდეს, არასოდეს მოხდებოდა ელ პასოში“, განუცხადა CNN-ს ელ პასოს მერმა დი მარგომ.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი ელ პასოსკენ მიემართება.

guardian.ge