საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე გეგმიური სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგით მეშვიდე გეგმიური სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 3 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების – TOYOTA LANDCRUISER LC 150, სარეგისტრაციო ნომერი:VV-011-IV საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით (თხოვება) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.