საქართველო

დავით ბაქრაძე – დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ მინისტრი

,,ევროპულ საქართველოში” პრემიერ მინისტრის პარლამენტში დღეს დაგეგმილი გამოსვლის გადადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაური საზოგადოებას დაემალა.

როგორც დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ მედიას უთხრა, ბახტაძის პარლამენტში არმისვლის მიზეზი არის ის, რომ პრემიერ მინისტრს არ გააჩნია იმ მთავარ შეკითხვებზე პასუხები, რომელი შეკითხვებიც აქვთ როგორც დეპუტატებს, ისე ქართველ ხალხს.

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ მინისტრი, რომელიც ვერ მოდის პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს პარლამენტის წევრებისა და ხალხის შეკითხვებს. ბახტაძის არმოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება – პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში – ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა”, აცხადებს დავით ბაქრაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ,,ბახტაძეს დამალვა ვერ უშველის” და ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.