„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რომელი მხარს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, შალვა შავგულიძეს უჭერს, ხმა მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე მისცა.
„ხალხს სჭირდება უკეთესობა, სჭირდება წინსვლა, სჭირდება მოგვარებული პრობლემა. მაგრამ თავისით არაფერი არ კეთდება და არ კეთდება და ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. ამიტომ მე დღეს მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მე მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომ ის იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში. მთავარი პრობლემა სტაბილურობისთვის არის ხელისუფლების მცდელობა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე ზეწოლის, დაშინების, ძალადობის, ცემა-ტყეპის, მოსყიდვის შედეგად. ამიტომ ხელისუფლებამ და ყველამ ჩვენ მასთან ერთად, უნდა კარგად გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველია თავისუფალი არჩევნები“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.