„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა არჩევანი 82-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება, დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალ ზუგდიდში“, განაცხადა სანდრა რულოვსმა.

