18 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ნორიოში, მარტყოფსა და ვაზიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან მორიგი კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყდა, რომ ვაზიანში, საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყოს სკვერი და დაიდგას ატრაქციონები, მარტყოფში მოხდეს სკოლის ეზოს შემოღობვა, ხოლო ნორიოში, ყოფილი კანტორის ეზოში მოეწყოს სკვერი.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.