საქართველო

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.

“დაინტერესებული მხარეებისგან გამოითქვა სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მიუბრუნდება”, განაცხადა კობახიძემ.