საქართველო

შალვა ნათელაშვილი კახა კალაძეს მიმართავს: „შე დედა დამშვენებულო, როდესაც შენ მილიარდი გაქვს ჩვენგან მოპარული, ხოლო ჩემთან ერთი ცენტი შემოწირულობაც არ შემოსულა, როგორ ეყოლება ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია“

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომ „ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს“, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

„შე დედა დამშვენებულო როგორ ეყოლება ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია, როდესაც შენ მილიარდი გაქვს ჩვენგან მოპარული, მათ შორის საარჩევნოდაც, ხოლო ჩემთან წლებია ერთი ცენტი შემოწირულობაც არ შემოსულა. აბა არ გქონდეთ ამდენი ფული და როგორ ხუხულებივით დაიშლებოდა თქვენი ე.წ პარტია და ოჯახებიც კი ,როგორ გაიქცეოდით მანდარინის საკრეფად ეგზოტიკურ ქვეყნებში“, წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.