საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა.
წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე.
აღნიშნული კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.

