საქართველო

„ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით ამომრჩეველთა 31% გრიგოლ ვაშაძეს, 28% – სალომე ზურაბიშვილს, ხოლო 14% დავით ბაქრაძეს მისცემდა ხმას

„ედისონ რისერჩი“ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები, ალოკაციის მიხედვით, ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 31%;

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 28%;

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე – 14%;

„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი – 5%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 16%;

ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპონდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.