საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ კონრეტულ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და ამავე დროს ის პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენი ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის. ამავეს დროს პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება და ამავე დროს ჩვენ რას ვხედავთ. როდესაც „ქართული ოცნების“ მიდგომა არის, რომ მოხდეს ქართული პოლიტიკის დეპერსონიფიცირება მაქსიმალურად და გადართვა იმ რეჟიმზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, თუ როგორ მოხდეს ჩვენი ინსტიტუტების ხარისხის დაახლოება იმ სტანდარტთან, რაც თითოეულ ჩვენგანს სურს, ამ შემთხვევაში ევროპულ სტანდარტთან, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ექაჩებიან უკან, სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების როლი და ადგილი იყო ძალიან შეზღუდული. ეს იყო მთავარი მესიჯი… ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს პერსონიფიცირებული ასე თუ ისე. ეს არ არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის და მე ვფიქრობ პარტიის თავმჯდომარის განცხადებები და მესიჯები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით“, განაცხადა ბახტაძემ.